შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) hyperopia

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) - ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც შორს მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელული სხივები ერთდებიან ბადურის უკან. სუსტი ხარისხის (3 დპტრ) შორსმხედველობა წარმოადგენს ნორმალურ რეფრაქციას. საშუალო ხარისხის (3,5 – 6 დპტრ) და მაღალი ხარისხის (6 დპტრ-ზე ზევით) შორსმხედველობა განიხილება როგორც თვალის კაკლის ზრდის შეფერხების შედეგი, რომლის მიზეზი ცნობილი არ არის. მხედველობის დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება მხოლოდ საშუალო და, განსაკუთრებით მღალი ხარისხის შორსმხედველობის
 myopia1
დროს. მხედველობა უმჯობესდება თვალთან დადებითი ლინზების მოთავსებით. მოზრდილებში ჰიპერმეტროპიის ხარისხი ჩვეულებრივ არ იცვლება, მაგრამ მხედველობა, განსაკუთრებით ახლო მანძილებზე ასაკთან ერთად უარესდება, აკომოდაციის შესუსტებასთან დაკავშირებით. Read the rest of this entry »