რეაქტიული ართრიტები

რეაქტიული ართრიტები - ინფექციების შემდეგ განვითარებული ართრიტები, რომლებიც განპირობებული არ არიან სახსრის ღრუში ინფექციური აგენტის მოხვედრით. ჩვეულებრივ, რეაქტიულ ართრიტებს აქვთ იმუნოკომპლექსური ხასიათი, ანუ წარმოიქმნებიან გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში იმუნიტეტის დარღვევის შედეგად, მაკროფაგული სისტემის მიერ ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსების უტილიზაციის უკმარისობის გამო. რეაქტიული ართრიტები შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ინფექციის შემდეგ (ბაქტერიული, ვირუსული და სხვ.), დამოუკიდებლად მათი სიმძიმისაგან, მაგრამ ხშირია იერსინიებით გამოწვეული ენტეროკოლიტებისა და საშარდე გზების ქლამიდიებით გამოწვეული ინფექციის შემდეგ. Read the rest of this entry »